ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა, გეგმიური ინსპექტირებისას, ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ მერაბ კოსტავას სახელობის N 2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამრღვევი პირები გამოავლინეს.
გარემოს დანაგვიანებისათვის სამართალდამრღვევ პირებს აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავების ვადები განესაზღვრათ. მითითებულ ვადებში მათ მიერ განხორციელდა ტერიტორიის დასუფთავება. ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.