“ზუგდიდდასუფთავება” პირუტყვის მეპატრონეებს მიმართავს


  • “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ადგილებში, მომრავლდნენ წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველები, რომლებიც ანადგურებენ მწვანე ნარგავებს. ასევე მათ მიერ სანაგვე ურნებიდან ხდება ნაგვის გადმოყრა. ეს ყოველივე უარყოფით ზეგავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის იერსახეზე, ქმნის ანტისანიტარულ მდგომარეობას და გარკვეულ საფრთხეს უქმნის ტრანსპოტრის მოძრაობას.

ცენტრის ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის სამსახური, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის პირველი ივლისის N 23 დადგენილების შესაბამისად, ატარებს მკაცრ საჯარიმო სანქციებს აღნიშნული პრობლემების მოკლე დროში მოსაგვარებლად და სათანადო წესრიგის დასამყარებლად.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესი:

1. ეს წესი აწესრიგებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

2. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას.

3. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

4. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის
მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

5. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა და მსხვილფეხა
პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ
„ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ მიერ ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით.

6. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.

8. დაჯარიმების თაობაზე, გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.

9. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, გამოცხადდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრში“ და წარადგინოს წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა). მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა- პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

10. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე.

11. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ხარჯი შეადგენს 10 ლარს, ხოლო ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯი შეადგენს 10 ლარს.

12. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის
სულადობის მიხედვით.

13. ჯარიმა, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები ჩაირიცხება ბიუჯეტში.

14. ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ხარჯის და ყოველდღიური შენახვისათვის, საჭირო ხარჯის გადახდევინებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრს“.

15. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია არ დაუშვას
ბულვარში, პარკში, სკვერში და პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის
მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა.

ადგილობრივ მოსახლეობას მოგმართავთ თხოვნით, წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვების ქალაქის ქუჩებში დაფიქსირების შემთხვევაში დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: 577 25 70 64; 595 22 25 40; 577 39 36 32;

მოგიწოდებთ ერთად დავიცვათ ჩვენი ქალაქის სისუფთავე და მისი იერსახე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!