- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” განცხადებას ავრცელებს:
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” მოუწოდებს ყველა იურიდიულ პირს, მცირე მეწარმესა და რიგით მოქალაქეს დაიცვან კანონი. არ გააკრან პლაკატები და განცხადებები ისეთ ადგილებში, სადაც მათი გაკვრა კანონით აკრძალულია (ავტობუსის გაჩერებებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე, განათების ბოძებზე და ა.შ.)
გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი ქალაქის იერსახე. ეს ჩვენი მოვალეობაა!”-ნათქვამია განცხადებაში.