“ზუგდიდასუფთავებამ” საპატიო წიგნში აწგარდაცვლილი სულიკო ბერიშვილი შეიყვანა 


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება საპატიო წიგნის შემოღების თაობაზე. შემუშავებულიქნა სპეციალური დებულება, რომლის მიხედვითაც ხორციელდება განსაკუთრებული ღვაწლით გამორჩეული ადამიანების საპატიო წიგნში შეტანა, რაც დასტურდება დირექტორის ბრძანებით და საპატიო სიგელით.

საპატიო წიგნში შეიტანება ცენტრის როგორც მოქმედი, ასევე აწგარდაცვლილი პირები.

დღეს, “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს დირექციაში მოეწყო შეხვედრა საპატიო წიგნში შეტანილი აწგარდაცვლილი, დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის სულიკო ბერიშვილის გახსენების მიზნით.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ნუგზარ მალაშხიამ და დირექციის სხვა წარმომადგენლებმა გაიხსენეს ბატონი სულიკო ბერიშვილი, ისაუბრეს მის პიროვნულ თვისებებზე, გაწეულ ღვაწლზე.

ბატონი სულიკო ბერიშვილი 30 წელი მუშაობდა ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” ჯერ მტვირთავად შემდეგ კი მოტოროლერის მძღოლად. ის საქმეს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა.

ბატონი სულიკო, სწორედ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ცენტრის ღირსეული თანამშრომლის, სულიკო ბერიშვილის სახელი და გვარი შეეტანათ ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს საპატიო წიგნში.

ფოტო: გუჯა ხუბუტია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!