“ზუგდიდასუფთავებამ” გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი 500 ლარით დააჯარიმა


  • “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმიური ინსპექტირებისას ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, რუსთაველის ქუჩაზე (აგრალური ბაზრის მიმდებარედ) სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს. გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი 32 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 500 ლარით დაჯარიმდა, რაც ითვალისწინებს 1 მ3 ან მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებას.

“ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება ადმინისრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.”-აღნიშნულია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!