ზვიად კვარაცხელია ბერიას ქუჩის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდის


  • ჩვენი თანამემამულე, ზუგდიდელი მწერალი ზვიად კვარაცხელია თავის ფეისბუქგვერდზე წერს:

“ჩემი ნატვრაა და იქნებ ეღირსოს კიდეც აღსრულება, რომ ზუგდიდში ლ. პ. ბერიას ქუჩის ნაცვლად პოეტ რენე კალანდიას ქუჩა იყოს. ეს იქნება მარადიული სიმბოლოს – მთავრობებისგან მოუხელთებელი (მოუთვინიერებელი) პოეტის – გამარჯვება ძალადობრივ სისტემაზე. ზვიად კვარაცხელია თავის პოსტს რენე კალანდიას ერთ-ერთ ლექსს ურთავს: “ყველა მთავრობის ჯინაზე აღარ ვყოფილვარ სინაზე დაბმული ძაღლი: რკინაზე, ოქრო-ვერცხლზე, კარგ ბინაზე არ გამიცვლია მამული ტრამალზე – ქინაქინაზე, არ ამიწონავს წარსული, აწმყო – „ბარიგის“ პინაზე… არ ვმდგარვარ სულგანაბული მათ ტყორინ-ბუზინ-რსინაზე… ყოვლადძლიერო, ყაბულს ვარ შენს სხივზე – პაწაწინაზე…“

პოსტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია:

მაია კილავა: “ბერია არის ისტორიის საკუთრება. დაანებეთ თავი და ჩვენ გადავწყვეტთ ამ ქუჩაზე მცხოვრებნი რენეს სახელს დავარქმევთ თუ გენოს”.

მირანდა ჟორჟიკაშვილი: “წარმოუდგენელია, რომ ბერიას ქუჩა არსებობს ზუგდიდში და თბილისში – მოსკოვის გამზირი”.

ჟანა ოთხვანი: “საოცარია, მართლა არის ლავრენტი პავლოვიჩ ბერიას ქუჩა ზუგდიდში?.. კალანდიების ქუჩა კი უნდა იყოს ნამდვილად, რენესიც, გენოსიც, ზუგდიდის ღირსეული შვილები იყვნენ…”

მაია კალანდია, საკრებულოს დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობა”: “ბერია ისტორიის საკუთრებაა, ისევე როგორც პინოჩეტი, კადაფი. კანონის მიხედვით, ბერია ერქმევა თუ სტალინი, წყვეტს მოსახლეობის 70 %, 76 %-ის ხელმოწერა დევს საკანონმდებლო ორგანოში და ევროპის ქუჩა რომ ეწოდოს, გადაწყვეტილება მიღებულია… ცნობისათვის.

ქუჩის მაცხოვრებლების ხელმოწერები ახლავს საკრებულოში შემოტანილ დოკუმენტს…ქუჩის მაცხოვრებლებთან ვიყავით შეხვედრაზე, სამჯერ, სხვადასხვა დროის მონაკვეთში, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შევხვდით… გავიგეთ მათი აზრი.

რაც შეეხება ისტორიკოსებს, ჩვენ არ გვქონია სახელმწიფო კურსი, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გააკეთეს, არ შეფასებულა ისტორია საარქივო მასალის მიხედვით და არ დევს სახელმძღვანელო დოკუმენტი…

ბერიას მიერ დანერგილი სისტემის მიერ, ადამიანების, ქართული კულტურის მოღვაწეების (და არა მარტო), წამებისა და დახვრეტების შესახებ, დავიჯერო არაფერი გსმენიათ?!”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!