ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა


  • ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 3000 კვმ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს, სივრცეებს ადმინისტრაციული ოფისებისთვის.

ახალგაზრდული ცენტრის შენობაში გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსება, სამუზეუმო სივრცეში მოეწყობა გამოფენები.

ინფორმაციისთვის: ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტისა და აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 18.8 მილიონი ლარი შეადგინა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!