- საქართველოს სასახლე-მუზეუმების ადმინისტრაცია ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში ამზადებს ახალი და უახლესი ქართული მხატვრობისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, ისე საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციებში დაცული გამორჩეული ნამუშევრები.
საგამოფენო სივრცის მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრის საგამოფენო დარბაზი დროებით დაიხურება.
ახალი ექსპოზიციის გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.
