საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან და 31 მარტის რეფერენდუმთან დაკავშირებით, პრეზიდენტის თანამებრძოლები და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში შეიკრიბდნენ და ზვიად გამსახურდიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს. მოგვიანებით, გადაინაცვლნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე -ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, სადაც გაიმართა ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილის დოკუმენტური ფილმის “ჩემი საქართველოს, ჩემი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას” ჩვენება. საქართველოს ექსპრეზიდენტის ადამიანურ და პიროვნულ თვისებებზე ისაუბრეს მისმა მხარდამჭერებმა.