ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული, მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორთან მადონა მაქაცარიასთან შეთანხმებით, დაუბრუნდა თავის პოზიციას.
ზეინაბ მორგოშია სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღებს კომპესაციას ოთხიათას ლარს.
დილით, სამსახურში მისულმა, ბიბლიოთეკის აღდგენილმა თანამშრომელმა, ზეინაბ მორგოშიამ, მოითხოვა მისი სამუშაო გარემოს შესაბამისად უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში ის დააფიქსირებს, რომ ირღვევა მისი უფლებები და მიმართავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელს მაიზერ ნანავას, რომ არასდროს დაარღვიონ ადამიანის უფლებები.
როგორც მედიასთან საუბარში ბიბლიოთეკის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ განაცხადა, მთავარია, ზეინაბ მორგოშია, შეთანხმების საფუძველზე, დაბრუნდა სამსახურში და არ არსებობს არანაირი სასამართლო დავა. ის ამბობს, რომ მოხდება მორგოშიას სამუშაო პროცესის და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. მადონა მაქაცარია დასძენს, რომ ის ზეინაბ მორგოშიასთან კონსტრუქციულად ითანამშრომლებს.