ზეინაბ მორგოშიას სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო


დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში უნდა გამართულიყო „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრიდან“ გათავისუფლებული ზეინაბ მორგოშიას საქმის განხილვა, თუმცა, სასამართლოს სხდომა ისევ გადაიდო. მიზეზად, მოსამართლე ირაკლი აბშილავამ  შემოსული განცხადება დაასახელა,

 სადაც „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორი, მოპასუხე ქალბატონი მადონა მაქაცარია სასამართლში გამოუცხადებლობის მიზეზად,  11 მაისს,  ოზურგეთში, დასავლეთ საქართველოს პოეტთა შემოქმედებით საღამოს ასახელებს. “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ ყოფილმა თანამშრომელმა ზეინაბ მორგოშიამ განმარტა, რომ სასამართლო სხდომის გადადება ნიშნავს, რომ ქალბატონი მადონა მაქაცარია არის “არაკომპეტენტური, არასერიოზული დირექტირი”.  “…ვინაიდან, ის წაბრძანდა ოზურგეთში შემოქმედებით საღამოზე დასასწრებად, მაშინ, როდესაც მას, ჰყავს სამი მოადგილე, მოადგილეებს ჰყავთ თანაშემწეები“. ზეინაბ მორგოშია ამბობს, რომ  „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ ხელმძღვანელს, მადონა მაქაცარიას, პატივი უნდა ეცა საკანონმდებლო ორგანოსთვის, სასამართლოსთვის და საზოგადოებისთვის. ზეინაბ მორგოშიას განმარტებით, მის ოჯახზე გრძელდება პოლიტიკური „თავდასხმა“ და მიმდინარეობს პოლიტიკური შურისძიება. „ქალბატონი მადონას უპასუხისმგებლობამ  დაგვანახა, რომ მას ზურგს უმაგრებს  ზუგდიდის მთავრობა.“–ამბობს ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ გაითვალისწინა „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ განცხადება და მორიგი სასამართლო პროცესი 16 მაისს 12 საათზე ჩანიშნა.

ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნაა, სამსახურში დაბრუნება, განაცდურის აღდგენა და ბიბლიოთეკების მართვის ხელმძღვანლის, მადონა მაქაცარიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!