ზაზა სარალიძის მხარდამჭერი მორიგი აქცია ზუგდიდში


ზუგდიდში, დავით სარალიძის მხრდასაჭერი აქცია მესამე დღეა მიმდინარეობს. არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან შეიკრიბნენ და კვლავ დაგმეს სისტემა. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით:სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე“, „შემდეგი შეიძლება ვიყო მე“, „მოგესალმებით 90-იანებში“, „აღსრულდეს სამართალი, „ეს ყველას ბრძოლაა“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=V5vn4vQa6rc[/embedyt]

აქციის მონაწილეები სიტყვით გამოვიდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს. დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდნენ საფეხბურთო კლუბის “აბრაგების” წარმომადგენლები.IMG_5124

საოლქო პროკურატურიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით და შეძახილებით “შეცვალეთ სისტემა” ცენტრალურ ბულვარისკენ გაემართნენ და მცირე დროით შეჩერდნენ. აქაც დაგმეს სისტემა და გაემართნენ იუსტიციის სახლისკენ. IMG_5134

ბოლოს, აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლიდან ცენტრალურ ბულვარში გადმოინაცვლეს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადეს დღევანდელი დღისთვის.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!