“ვუსმინოთ ყაზბეგს,–ხევის ბეთჰოვენს”


  • მოსწავლე- ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, დღეს, კიდევ ერთი ინტელექტუალური ღონისძიება ჩატარდა: ვიქტორინა-კონკურსი “ვუსმინოთ  ყაზბეგს-ხევის ბეთჰოვენს”, რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, თეატრალური მოღვაწის ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებას.

ვიქტორინა-კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ: ინგირის  №1 საჯარო სკოლა –”ხევის საგა”, მეათე საჯარო სკოლა– “ნათლის ებგური”, მეორე საჯარო სკოლა– “მაფშალია”ჩ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ზუმის საჯარო სკოლა–”ზუმერი”. 

დღევანდელი ღონისძიების გამარჯვებული გახდა მეათე საჯარო სკოლა (ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია თოდუა). გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.

პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეების დაინტერესება ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებით, რომელშიც მონოლითურად შეიკრა ეპოქის ეროვნულ-სოციალური, ფილოსოფიურ-ეთიკური და ლიტერატურულ-ფსიქოლოგიური პრობლემატიკა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცოდნის გაღრმავება კლასიკოსი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მწერლის მიერ წამოჭრილი  ფასეულობებისადმი.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!