- რუს ტერორისტებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ, ენერგოობიექტები და ხალხი, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ მოქალაქეებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.
„მძიმე დილაა. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული „შაჰიდები“. მათ ორი სამიზნე აქვთ, ენერგოობიექტები მთელი ქვეყნის მაშტაბით – კიევისა და ხმელნიცკის რეგიონები, ლვოვი და დნიპრო, ვინიცია, ფრანკოვსკის ოლქი, ზაპოროჟიე, სუმის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ჟიტომირის რაიონი, კიროვოგრადის რეგიონი, სახელმწიფოს სამხრეთი. ისინი ისწრაფვიან პანიკისა და ქაოსის დათესვისკენ, სურთ, გაანადგურონ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. მეორე სამიზნე ხალხია. შეგნებულად აირჩიეს ასეთი დრო, ასეთი სამიზნეები, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ, მაგრამ ჩვენ უკრაინელები ვართ, ერთმანეთს ვეხმარებით. ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის. აღვადგენთ ყველაფერს, რაც განადგურდა. მტერს უნდა, გვეშინოდეს, რომ ხალხი გაიქცეს, მაგრამ ჩვენ მივრბივართ მხოლოდ წინსვლისთვის და ამის დემონსტრირებას ვახდენთ ბრძოლის ველზე. დღეს, გთხოვთ, იყავით თავშესაფრებში. ჩვენი სამხედროების წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. დაიცავით უსაფრთხოების წესები და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგაც“, – განაცხადა ზელენსკიმ.