ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა


  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების წლისთავზე კიევში, სოფიის მოედანზე გაიმართა.

ცერემონიის დროს აღმართეს უკრაინის სახელმწიფო დროშა. ეროვნული ჰიმნი მომღერალმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა შეასრულა.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში გარდაცვლილ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.

სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა დამცველს, ვინც აგრესორს წინააღმდეგობას უწევს.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გაუძლო იმ თებერვალს, ამ წელს და ვინც უკრაინას უძლეველს ხდის. დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ეროვნულ გვარდიას, დაზვერვას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, ეროვნულ პოლიციას, უკრაინელ მესაზღვრეებს და ყველა თქვენგანს, ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს. დიდება თქვენ, ვინც ბრძოლაში გვეხმარებით და ვინც სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობთ. ნათელი ხსოვნა მათ, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა წაგვართვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების მდივანი ალექსეი დანილოვი, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა მაღალჩინოსნები.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!