- 4 და 11 ივლისს ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონა“-ს ორგანიზებით და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მხარდაჭერით და მიტროპოლიტის გერასიმე შარაშენიძის ლოცვა კურთხევით გაიმართა საჭადრაკო ტურნირი – „ვლაქერნობის თასი – 2025“ 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
„ვლაქერნობის თასი“-ს პრიზიორები 13 წლამდე ჭაბუკები:
პირველი ადგილი – ანდრია ჯახაია / მწვრთნელი – ზვიადი ფაცია
მეორე ადგილი – ანდრია თოდუა / მწვრთნელი – ზვიადი ფაცია
მესამე ადგილი – საბა ჭითანავა / მწვრთნელი – გიორგი დარასელია
13 წლამდე გოგონები
პირველი ადგილი – ანასტასია ბეჭვაია / მწვრთნელი – დავით თულაძე
მეორე ადგილი – ნია კვარაცხელია / მწვრთნელი – დავით თულაძე
მესამე ადგილი – ანასტასია მესხია / მწვრთნელი – დავით თულაძე