- აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ხანგრძლივი სატელეფონო საუბრისას განხილული იყო უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციისკენ მიმართული ძალისხმევა, ასევე უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა.
„მქონდა ხანგრძლივი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან. განვიხილეთ დეესკალაციის ბოლო დიპლომატიური ძალისხმევა და შევთანხმდით სამომავლოდ ერთობლივ ქმედებებზე. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ბაიდენს მიმდინარე სამხედრო დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი.