ვლადიმერ პუტინმა მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას ტერორისტული თავდასხმა უწოდა


  • ჩვენ არ დაგვიწყია ომი 2014 წელს, კიევის რეჟიმმა დაიწყო ომი დონბასში. ჩვენ არ ვიყენებთ იმ საშუალებებს, რომელსაც უკრაინელები იყენებენ. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა მოსკოვში მშვიდობიან ობიექტებზე თავდასხმა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ანაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რუსული არმია ზუსტ დატყმებს ახორციელებს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის „უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბზე, რომელსაც ორი დღის წინ დაარტყა“.

„მოგეხსენებათ, კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია, რუსეთის, მოქალაქეების დაშინებისა და საცხოვრებელ კორპუსებზე დატყმის მცდელობის გზა. ეს, რა თქმა უნდა, ტერორისტული თავდასხმის ნიშანია“, – აღნიშნა პუტინმა.

დღეს მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვს რვა უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, რომლიდანაც ხუთის ჩამოგდება შეძლეს. უკრაინაში თავდასხმაში კიევის მონაწილეობას უარყოფენ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!