- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი გახსნის. შემდეგ კი მას უხუცესი წევრი, კონსტანტინე უბერი გაუძღვება.
ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 20-ით “ქართული ოცნება”, და სამით “გახარია საქართველოსთვის” შევიდა. ჯერ არ არის ნაცნობი, ვის მხარეს დაიკავებს ან საერთოდ მიიღებს თუ არა მონაწილეობას მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილებისას, “გახარია საქართველოსთვის” სამი წარმომადგენელი.
დღეს, 3 დეკემბერს, 12 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომაა დაანონსებული.