ივანიშვილის 20 მილიონი ზუგდიდს?


ქალაქ ზუგდიდის მერია აუქციონის წესით გაყიდის ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლის წინ, 1 201 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ქალაქის საკრებულომ დღეს  თანხმობა განუცხადა მერიას გაყიდოს ფართი და გასაყიდ ფასად განუსაზღვრა 1 500 000 ლარი (მილიონ ხუთასი ათასი) შემდეგი პირობით: – პირი, რომელიც აუქციონის წესით შეიძენს აღნიშნულ ქონებას, ვალდებული იქნება ააშენოს საერთაშორისო ბრენდის სახელის მქონე  სასტუმრო, რომელიც არქიტექტურით უნდა შეესაბამებოდეს დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის კომპლექსს. პროექტი  უნდა შეუთნხმდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. იმავდროულად, პირმა უნდა განახორციელოს  20 მილიონი  და მეტი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია ქალაქის განვითარებისათვის .

საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ეს გახლავთ იმ არაოფიციალური ვიზიტის გამოძახილი, როცა ივანიშვილი იმყოფებოდა ზუგდიდში და გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია.

სხვათაშორის, ყოფილი პრემიერის არაოფიციალურ ვიზიტზე ზუგდიდში, წერდა ზუგდიდელები.გე “ივანიშვილი არაოფიციალურად ზუგდიდში” ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ივანიშვილს ზუგდიდში გუბერნატორმა უმასპინძლა და მოჰყავს ციტატა ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მასალიდან:

” ლევან შონიაც ადასტურებს და აცხადებს, რომ  ყოფილ პრემიერს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძალიან მოეწონა. მისივე განმარტებით, ყოფილი პრემიერი მზადყოფნასაც გამოთქვამს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაში საკუთარი წვლილიც შეიტანოს.

“ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დღეს პირველად იმყოფებოდა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოეწონა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. რაიმე პრობლემა  თუ იქნება ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ის დაგვეხმარება”

სხდომაზევე და შემდეგ სოციალურ ქსელებში ამ საკითხს გამოეხმაურნენ საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წევრები:

ანი წითლიძე, ფრაქცია ,,ნაციონალები:” – “ბიძინა ივანიშვილმა “ზუგდიდის ყიდვა” დაიწყო 🙂 საუკეთესო მიწის ნაკვეთი ზუგდიდის ცენტრში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითომ სასტუმროს ასაშენებლად, (მისი გემოვნების საკითხი კი ვიცით, ბიზნეს ცენტრიც გვეყოფა) დიდი ალბათობით მისი დაინტერესების საგანია. (სახლის მოწყობა უნდა) ყველაფერი ხომ მიშასი შურდა და იქვეა მიშას რეზიდენციაც:)

უკვე ვიცით ეგ სტილი და ისიც რომ “ინვესტიცია” კი არა საკუთარი ბიზნეს ინტერესი აინტერესებს მხოლოდ.

ეკატერინე რომ ცოცხალი ყოფილიყო რა რეაქცია ექნებოდათ ბიძინას მეზობლობაზე საინეტერსოა:))

ააშენეთ ბატონო ბიძინა, ააშენეთ, თქვენ რომ გაიქცევით ზუგდიდლებს დაგვრჩება:))”

ბათლომე შელია, ფრაქცია ,,ნაციონალები”: “როცა კომისიაზე შემოვიდა აღნიშნული საკითხი, გამიკვირდა… ვიფიქრე ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის ვინც დღეს, ზუგდიდში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებდა სასტუმროს მშენებლობაში…?! მხარი დავუჭირეთ…
კომისიის სხდომიდან საკრებულოს სხდომამდე შუალედში გამახსენდა ბიძინა ივანიშვილის გასაიდუმლოებული ვიზიტი ზუგდიდში სადაც მან მოინახულა 3 ობიექტი: ანაკლიის პორტი, რუხი-მოლი და სწორედ ეს ადგილი…
ყველაფერი დალაგდა და გამოვთქვით საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი “არანორმალური” ინვესტორი, რომელიც ზუგდიდში სასტუმროს მშენებლობაში ფულს ჩადებდა, შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, რომლის “შორს მიმავალი”, გრძელვადიანი გეგმები, ქველმოქმედებები და ინვესტიციები კარგად გვახსოვს…
მიუხედავად ჩვენი მისდამი დამოკიდებულებისა, ამ ინვესტიციის განხორციელებას მხარი დავუჭირეთ, რასაც მოყვა ფრაქცია ქართული ოცნების აგრესია….
ბოლო 3 წელიწადში პირველად მოვუწონეთ ივანიშვილს ინიციატივა და ესეც არ მოეწონათ…!!!

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!