ვინ იყიდის სიმინდს 36-40 ლარად?


  • დღეს, სიმინდის ფასი ზუგდიდის ბაზარში 36-დან 40 ლარამდე მერყეობს.

პარასკევი, როგორც იტყვიან, ბაზრობის დღეა. “ზუგდიდელები” დაინტერესდა მეგრელების ყოველდღიური მენიუს ერთ-ერთი უმთავრესი კერძის, ღომის მარცვლეულის-სიმინდის ფასით. ამ წუთებში ის, ხარისხის გათვალისწინებით, ზოგან 36, ზოგან 38, ზოგანაც 40 ლარი ღირს. თუ იტყვი ძვირიაო, გეტყვიან, რომ გუშინ სიმინდის ფასი უფრო მაღალი იყოო-42-45 ლარი.

სიმინდის გამყიდველები თავად გაკვირვებულები არიან სიმინდის ფასის ასეთი სწრაფი ზრდით, მაგრამ იმავდროულად, აღნიშნავენ, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს, სიმინდის კულტურის მოსავალი უფრო დაბალი იყოო და ვისაც აქვს გასაყიდად, ბაზარში შემოტანას აყოვნებს იმ მიზეზით, რომ სააღდგომოდ მაღალ ფასებში გაყიდოსო. თუმცა, დღეს, დღის მეორე ნახევარში, სიმინდის ორივე ბაზარში, გასაყიდი სიმინდის სინაკლებე არ იგრძნობოდა. სიმინდის გამყიდველებმა არ იციან სანამდე აიწევს სააღდგომოდ სიმინდის ფასი. სავარაუდოდ, 50 ლარამდე ავაო, ამბობენ და იქვე დასძენენ, ვინ იყიდის ამ ფასად სიმინდსო. რაც შეეხება, სიმინდის დაფქვილ, გაუცრელ ფქვილს სამი ლარი ღირს, გაცრილი ოთხი ლარი, ასევე ღერღლილიც ოთხი ლარი.

ინფორმაციისთვის: როგორც სიმინდის ბაზარში გვითხრეს, შარშან ამ დროს, მისი ფასი 12 ლარი იყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!