ვინც კორონავირუსის სიმპტომებს დამალავს პატიმრობა ემუქრება – რა წერია სისხლის სამართლის კოდექსში


  • ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალეს, რითაც ხელს უწყობენ ახალი კორონავირუსის გავრცელებას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ან პატიმრობა ემუქრებათ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ საშიში დაავადების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დაავადების გავრცელება, ანდა ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევა დასჯადი ქმედებაა. არის შემთხვევები, როცა ფაქტი ორწლამდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს.

“ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, როგორც ჩვენი, ასევე ჩვენს გარშემო მყოფი პირების მიმართ. მნიშვნალოვანია ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება. ჩვენი კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა ფაქტი, თუ ადამიანმა იცის რომ ამ დაავადების მატარებელია, ან შეიძლება იყოს აღნიშნული დაავადების მატარებელი და არ მიმართავს ყველა იმ ზომას, ეს დაავადება არ გადასცეს სხვას.

თუკი ეს ყველაფერი გამიზნულად იყო გაკეთებული, იცოდნენ რომ დაავადება შესაძლოა მათ ჰქონოდათ ცხადია, სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას”- აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური.

ამ დრომდე უცნობია დაინტერესდება თუ არა შესაბამისი უწყება იმ პაციენტების პასუხისმგებლობის შესახებ, რომელმაც საშიში ვირუსის სიმპტომების ქონა დამალა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!