“ვინტომ“, ზუგდიდში, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე, ავტომომსახურების ცენტრი გახსნა


  • “ვინტომ“ ზუგდიდში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე, დ. აღმაშენებლის #89-ში ავტომომსახურების ცენტრი გახსნა.

„ვინტო“ „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ავტომომსახურების ბაზარზე 13 წლიანი მოღვაწეობის შემდგომ ოპერირებას განახლებული ბრენდით განაგრძობს და 15 მომსახურების ცენტრის საშუალებით, განახლებული ბრენდის ღირებულებებითა და განვითარების თანამედროვე ხედვით, ავტომომსახურების სრულიად ახალ გამოცდილებას პირდება მომხმარებელს.

„მოხარული ვართ, რომ „ვინტოს“ პროდუქტების ფართო არჩევანი და დემოკრატიული ფასები ახლა უკვე ზუგდიდშიც იქნება ხელმისაწვდომი და „ვისოლთან“ ერთად მომსახურების ახალ გამოცდილებას შევთავაზებთ მომხმარებლებს. “ვინტო” ბაზარზე გამოჩნდა, ორი თვის წინ, ეს არის სრულიად ახალი ქართული ბრენდი. ადგილობრივი ფილიალი მოემსახურება, როგორც საცალო ისე კორპორატიულ კლიენტებს. გვექნება, ასევე საბითუმო გაყიდვები რეგიონის მასშტაბით. ჩვენს ფილიალებში მომხმარებელს დახვდება კომფორტული სივრცე, მოსასვენებელი კუთხე. ჩვენთან მოსული თითოეული მომხმარებელი მიიღებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს პროდუქციის სრულფასოვან არჩევანს, როგორც ბიუჯეტურ, ისევე პრემიალურ პროდუქციაში. ახალ ფილიალში მომხმარებელი ისარგებლებს ვისოლ ქარდის აპლიკაციის სერვისით ფასდაკლებებით, როგორც ვისოლში საწვავზე, ასევე “ვინტოში”. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი კომპანია გადავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე და მაქსიმალურად მოვიცვათ საცალო კლიენტები“, განაცხადა „ვინტოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა ხოდელმა.

“ძალიან სასიამოვნოა, რომ ზუგდიდს შეემატა კიდევ ერთი სრულყოფილი ავტომომსახურების სერვისი, სადაც კომფორტულ გარემოში პროფესიონალი ტექნიკოსები მოემსახურებიან მომხმარებლებს. კლიენტებისთვის, სასიამოვნო და კომფორტული გარემოა შექმნილი. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი “ვინტოს” ჯგუფს მაღალი და პროფესიონალური მომსახურებისთვის”-აღნიშნა ადგილობრივმა მომხმარებელმა გიორგი რეხვეიშვილმა.

„ვინტო“ 20-ზე მეტი საერთშორისო ბრენდის პროდუქტებს წარმოადგენს საქართველოში, როგორიცაა ფრნაგული „ტოტალის“ საავტომობილო ზეთები, ფინური „ნოკიანის“ საბურავები, იტალიური „პირელის“ საბურავები, პოლონური „ორლენის“ საავტომობილო ზეთები, ბულგარული „მონბატის“ აკუმულატორები და ა.შ.

შესაბამისად, მომხმარებელი საავტომობილო ზეთებს, უმაღლესი ხარისხის საბურავებს, აკუმულატრებს, ხუნდებს, ფილტრებს და სხვა საავტომობილო აქსესუარებს ნებისმიერ საფასო კატეგორიაში შეარჩევს, რაც „ვინტოს“ მნიშვნელოვანი კორპორაციული უპირატესობაა ბაზარზე.

„ვინტო“ „ვისოლ ჯგუფის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე -15, -20, -25 თეთრიანი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობასთან ერთად, „ვინტოში“ ბონუს ქულების დაგროვების, ქულებით „ვინტოს“ პროდუქტების შეძენის და პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე -10%, -12%, -15% ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს.

პროფესიონალი პერსონალი, სწრაფი სერვისი, რომელიც არ საჭიროებს 30 წუთზე მეტ დროს, მომხმარებლისთვის კომპფორტული მოსასვენებელი/მოსაცდელი სივრცე ყველა ფილიალში, მოქნილი სამუშაო განრიგი, პროდუქტების ფართო არჩევანი და ავტომომსახურების 13 წლიანი გამოცდილება “ვინტოსთვის“ ამბიციური განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.

„ვისოლის“ მომსახურების ცენტრებში „ვინტოს“ არსებობა კი სინერგიას ქმნის და მომხმარებელს ერთ სივრცეში მრავალფეროვანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

კომპანია ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და წლის ბოლომდე ახალ ობიექტს ბათუმშიც გახსნის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!