- დღეს, ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, საპროტესტო აქცია “ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს” გაიმართა.
აქციაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომამდგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მონაწილეებმა დროშებითა და ტრანსფარანტებით ხელში ცენტრალურ გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მსვლელობა მოაწყვეს.
ბოლო ლოკაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია იყო. აქციის ორგანიზატორებმა, სიტყვით მიმართეს ადგილობრივებს და მოუწოდეს, რომ 25 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.