დღეს, #67 -ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა, პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ დასკვინითი პრეზენტაცია წარადგინა. ის შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა სოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ჩატარებულ საინფორმაციო კამპანიებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურაზე, ინკლუზიურ საარჩევნო გარემოზე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავზებულ სერვისებზე და სასწავლო პროგრამებზე საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის.
მირანდა მესხის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოხდა ოთხი გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტში. პროექტის ფარგლებში, პირველი გასვლითი შეხვედრა ჩატარდა ანაკლიაში, მოქალაქეებს დაურიგდათ საინფორმაციო სახის ფლაიერები, “მოსაზრების ბარათები”. მირანდა მესხმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ “მოსაზრების ბარათებიდან” 99% ისეთი რამ იყო მონიშნული, რაც მათ კომპეტენციაში არ შედიოდა. „ძირითადად ასახული იყო სოციალური პრობლემატიკა, მოსახლეობა ითხოვდა სანიაღვრე არხების მოწყობას, გზების მოწესრიგებას, ის, რაც ჩვენ გვაინტერესებდა, ჩვენს მიერ შეთავაზებულ სერვისებზე მათი აზრი, რის გაუმჯობესებას ითხოვდნენ, თვითონ, რომ საარჩევნო ადმინისტრატორი ყოფილიყვნენ, რას გააკეთებდნენ, ან რას გააუმჯობესებდნენ, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ იყო ასახული.“ მესხმა მათი საინფორმაციო გასვლები ნაყოფიერად შეაფასა. ის ფიქრობს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მოსახლეობასთან საჭირო და აუცილებელია. „მოხდა ამომრჩევლების ინფორმირებულობა საარჩევნო პროცესებთან ზოგადად, არჩევნების ჩატარებასთან და ორგანიზებასთან დაკავშირებით. მომავალში საჭიროა ამომრჩევლების ინფორმირებულობა მოხდეს, თვიანთ საარჩევნო უფლებებზე“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=uyUWjz1PAMk[/embedyt]
შეხვედრის მსვლელობისას საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა 2006 წელს ჩატარებულ არჩევნებზე, ხარვეზებზე და რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გეგმავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის „საუნჯის“ ხელმძღვანელი იაგო ფასანძე დაინტერესდა, თუ რას გეგმავს საუბნო საარჩევნო უბნების სათანადო სტანდარტების მოწყობასთან დაკავშირებით. იქნება თუ არა გათვალისწინებული მათი რეკომენდაციები საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთნ და მათი კვალიფიკაციის ამაღლებასთნ დაკავშირებით. მისი თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ნაკლები ინფორმაცია გააჩნიათ დამკვირვებლის უფლება – მოვალეობებთან დაკავშირებით.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=iSLOu_HeBsY[/embedyt]