ვერიკო ბერანძე სტაჟირების კურსს პოლონეთში გაივლის


  • ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ, არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში ოთხი ზუგდიდელი ახალგაზრდა დააფინანსა. მათ შორის, ერთ-ერთია ვერიკო ბერანძე. ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ვერიკო 17 აგვისტოდან, 15 სექტემბრის ჩათვლით, პოლონეთის ქალაქ ტორუნში ნიკოლაი კოპერნიკუსის სახელობის უნივერსიტეტში გაივლის ინტენსიურ სტაჟირების კურსს.

ვერიკო ბერანძე:– “პოლონეთის კოპერნიკუსის უნივერსიტეტი ტორუნში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაღალ რეიტინგიან სტუდენტებს საერთაშორისო მოკლევადიან გაცვლით პროგრამაში (TELSP) მონაწილეობის მისაღებად იწვევდა, სტუდენტების არჩევას აწარმოებდა მასპინძელი უნივერსიტეტი და არჩეულ ვიქენი მათი კომისიით 15 მონაწილეს შორის. პროექტის ფარგლებში, გავივლი სასემინარო კურსს, თემაზე: “ფინანსურად კრიზისულ სიტუაციებში, კომპანიების ოპერაციების დაფინანსების სტრატეგიები, წლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით 2020-2022 წლებში.” ბოლოს მომიწევს ნაშრომის წარდგენა სადაც ვისაუბრებ ჩემს ქვეყანასა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე გასული კომპანიების ფინანსური ანალიზის პრეზენტაციაზე და კვალიფიკაციის შემდეგ გადმომცემენ შესაბამის დიპლომს ინგლისურ და პოლონურ ენებზე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დამიფინანსა მგაზვრობის თანხით, დანარჩენ ხარჯებს კი მასპინძელი უნივერსიტეტი აფინანსებს. საბოლოოდ, ეს არის საერთაშორისო სტაჟირების კურსი, რაც ჩემი მომავალი პროფესიული კარიერისთვის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!