ვახტანგ გომელაური-ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია


  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.

“ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე ღიად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვმუშაობთ მაქსიმალურად და თუ ვინმეს ყველაზე მეტად უნდა, რომ ეს ადამიანი დააკავოს, ეს ჩვენ გვინდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გასული წლის, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი “საქართველოს ბანკში” შეიჭრა. “საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!