ვახტანგ გომელაური-ბადრი ესებუას ვეძებთ


  • შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას ძებნა კვლავ გრძელდება.

„ბადრი ესებუას ვეძებთ. სახუმარო თემასავით გახდა, სახუმარო თემა არ არის. ხუთჯერ ავხსენი და კიდევ გავიმეორებ – არის ადამიანი, რომლსაც 20 წელი და 18 წელი ვეძებდით. მაგალითად, 2021 წელს დავაკავეთ ადამიანი, რომელმაც პოლიციელი ჩაცხრილა მანქანაში. ყველას უნდოდა მისი დაკავება, რა თქმა უნდა, ბატონ მერაბიშვილს, მის გუნდს, მაგრამ ვერ დააკავეს, მიიმალა ეს ადამიანი. ნუ უყურებთ ისე, რომ ეს კატასტროფაა. მე, პირველ რიგში, მიმაჩნია, ძალიან სწორი იყო, რომ სისხლი არ დაიღვარა. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ოპერაციები, თუმცა ნეტავ, ყოველთვის უსისხლოდ დამთავრდეს, მაგრამ ამის გარანტიას ვერავინ ევრავის მისცემს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დატოვა თუ არა ბადრი ესებუამ ქვეყანა, გომელაურმა უპასუხა: „არ ვიცი, შეიძლება“.

ინფორმაციისთვის: 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!