- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.
“ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე ღიად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვმუშაობთ მაქსიმალურად და თუ ვინმეს ყველაზე მეტად უნდა, რომ ეს ადამიანი დააკავოს, ეს ჩვენ გვინდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გასული წლის, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი “საქართველოს ბანკში” შეიჭრა. “საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.