“ვაჩუქოთ საბას სიცოცხლე”


არასამთავრობო ორგანიზაციამ ,”აფხაზეთი ჩემი”-ს მიერ ორგანიზებული კამპანია “ვაჩუქოთ საბას სიცოცხლე”ფარგლებში, ზუგდიდის არტ-გარელეაში, გაიმართა ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. 

აქციის მიზანი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კახათის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლის, 11 წლის საბა ჩახაიას დახმარება, რომელიც  სიმსივნით დაავადებულია. პაციენტი, ამჟამად, თურქეთის კლინიკაში არის განთავსებული და ელოდება საქართველოდან დახმარებას, ვინაიდან, ოჯახს არ გააჩნია ოპერაციისათის საჭირო 140 000 დოლარი. საბას დასახმარებლად, მისმა სკოლელებმა გამოფინეს თექაზე, გობელენზე შესრულებული  ნამუშევრები, ასევე ნაძერწები. შეხვედრის ორგანიზატორმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთი ჩემი“ ხელმძღვანელმა ხათუნა გოგუამ აღნიშნა, რომ დღევანდელ საქველმოქმედო ღონისძიებას რამდენიმე შემომწირველი ჰყავს.IMG_3645

მისი თქმით, პროექტის „ფანტაზია და მარჯვე ხელების“ ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს ხელთნაკეთი ნამუშევრები. „ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომელიც იყო შარშან სააღდგომოდ, ჩვენ სასულიერო გიმნაზიაში ვასწავლიდით ნივთების დამზადებას იმავე სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს, მშობლებს. მაშინ დაავადდა საბა. როცა ამ ტიპის პროექტს ვაკეთებთ კონკრეტულ სკოლაში, ვახმართ იმ ბავშვს, რომელსაც თავად სკოლა აირჩევს. მოსწავლეებმა საბა აირჩიეს. მაშინ ვერ გაიყიდა ნივთები. ეს ნამუშევრები გადავინახეთ და დღეს დავამატეთ და გამოვფინეთ. ჩვენმა ყოფილმა მოსწავლეებმაც შემოგვწირეს ნაწილი“. ხათუნა გოგუას იფორმაციით,  საბა არ რაის პირველი ბავშვი, რომლებსაც ეხმარებიან. პროექტი ძირითადად დევნილ, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე და ქალებზეა ორიენტირებული. ღონისძიების ორგანიზატორი ამბობს, რომ სასურველია კამპანია გაგრძელდეს და მასში ჩაერთოს სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები.  IMG_3648

ხელთნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა 18:00 საათამდე გაგრძელდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!