- ვარჯიშები ტვინისთვისდიდხანს ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებისას ტვინი იღლება და უჭირს ახალ სამუშაოზე კონცენტრირება, ამიტომ საჭიროა მისი მუდმივად ვარჯიში, ახალი ენერგიით “დატენვა”.
ტვინის ვარჯიში შეიძლება შეასრულოთ სადაც გსურთ: სამსახურში, შინ, გაზქურასთან და აბაზანაშიც კი.
მეტი იმოძრავეთ. მისდიეთ სპორტს (ცურვა, ველოსიპედით სეირნობა, თხილამურებით სრიალი). იარეთ ფეხით, იცეკვეთ, ისეირნეთ ბუნებაში. დაიმახსოვრეთ: ამ დროს ტვინს მეტი სისხლი მიეწოდება.
ხელი მიჰყავით მედიტაციას. დღეში 15 წუთი მოდუნდით, მოადუნეთ ყურადღება, არაფერზე იფიქროთ, ეს გაგიუმჯობესებთ ყურადღებასა და მეხსიერებას.
ღრმად ისუნთქეთ. ეს ყველაზე მარტივი და ეფექტიანი ვარჯიშია. ღრმად სუნთქვის დროს ორგანიზმი დუნდება და ტვინამდე მეტი ჟანგბადი აღწევს. საღამოს ოთახში ჩააქრეთ სინათლე და თვალდახუჭულმა მეხსიერების დახმარებით იარეთ, თვალდახუჭულმა მიიღეთ შხაპი ეს ვარჯიშები ააქტიურებს ტვინს და აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერებას.
თვალდახუჭულმა გაიხეხეთ კბილები, გადაწმინდეთ მაგიდა, დაჭერით პური ცაციამ – მარჯვენა ხელით და პირიქით. შეიძინეთ ის ჟურნალ-გაზეთები, რომლებიც არ გაინტერესებდათ, მაგალითად, მოდების ჟურნალის ნაცვლად – ჟურნალი ავტომობილებზე, ცხოველებსა და ბუნებაზე, მოგზაურობაზე…
დილას ტვინს “გამოღვიძებაში” დაეხმარება რომელიმე ეთერზეთის (რომლის მიმართაც ალერგიული არა ხართ) შესუნთქვა…
დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა – ეს ტვინს დაეხმარება მეხსიერების გააქტიურებასა და ასოციაციური აზროვნების განვითარებაში. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყურადღების კონცენტრირებისა და ორიგინალური გადაწყვეტილების მიღებაში ტვინს ეხმარება ყავა და შოკოლადი. თუმცა ზომიერების დაცვა აუცილებელია.
მიიღეთ ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვები (მაგალითად, ორაგული), რომელიც მონაწილეობს თავის ტვინისა და ნერვული სისტემის უჯრედების წარმოქმნაში.
ნიგოზი ტვინს ეხმარება კონცენტრირების გახანგრძლივებაში. მაგალითად, თუკი აპირებთ მოხსენებით გამოსვლას, ან მოგიწევთ საჭესთან ან კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, მიირთვით 50-100 გ ნიგოზი.