- ეუთო ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებზე თანამშრომლების უკანანო დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ Reuters-ს ეუთოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, დეიდრა ბრაუნმა განუცხადა.
„ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ სპეციალური სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრს დონეცკსა და ლუგანსკში თავისუფლება აღუკვეთეს. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ არხს, რათა ხელი შეუწყოს საკუთარი პერსონალის გათავისუფლებას“, – განაცხადა მან.
შემთხვევამდე ერთი დღით ადრე ბრაუნმა რუსეთი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მისიას მარტის შემდეგ უკრაინაში მანდატის გაგრძელებაზე უარს ეუბნება.
„ახლა კი ჩვენ ვიღებთ შემაშფოთებელ ცნობებს იმის შესახებ, რომ დონბასში რუსეთის მარიონეტები ემუქრებიან მისიის პერსონალს, აღჭურვილობას და ობიექტებს და რომ რუსულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის პერსონალი“, – აღნიშნა ბრაუნმა.
მარტში ეუთომ განაცხადა, რომ უკრაინიდან 500-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა. სპეციალური სადამკვირვებლო მისია ეუთოს შეუიარაღებელი, სამოქალაქო დივიზიაა, რომელიც აკვირდება და აღწერს ვითარებას კონფლიქტის ზონებში.