“ეს ჩემი სამოთხეა”


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელი”, ლაშქრობა-ფენ მარათონი გამართა. ფენმარათონში მონაწილეობას ღებულობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები, მათ საზღვრისპირა სოფელ რუხში მდებარე ციხე-სიმაგრე დალაშქრეს.

რუხის ციხეში, მოსწავლეებმა ერთი საერთო ჟურნალისტური “ქუდი-სათაურით”  “ეს ჩემი სამოთხეა” , სხვადასხვა თემატიკაზე შექმნეს თხზულებები, ინტერვიუები, რეპორტაჟები, ლექსები, ჩანახატები, მოთხრობები. მათ ნამუშევრებს მიენიჭათ ნომრები და მოგვიანებით, სასახლეში, საუკეთესო ნაწარმოებების ავტორებს სხვადასხვა ნომინაციაში ჟიური გამოავლენს.pen

ლაშქრობა ფენ-მარათონის მხარდამჭერი გახლავთ საქართველოს უნივერსიტეტი. საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო ზემო-სვანეთის წარმომადგენელმა მაია ღუბელაძემ, ფენ-მარათონის მონაწილეებს საჩუქრად გადასცა ბლოკნოტები, კალმები, სასაჩუქრე პარკები და დააწესა განსხვავებული პრიზები იმ გამარჯვებული ახალგაზრდებისათვის, რომელსაც ჟიური გამოავლენს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის განყოფილების უფროსმა მედეა თორიამ ფენ-მარათონის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა. “მე ვიტყოდი, რომ ფენ-მარათონი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენ ფეხით დავლაშქრეთ ეს მანძილი. ბავშვებმა, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ნამუშევრები წარმოგვიდგინეს. დარწმუნებული ვარ, პროექტი გაგრძელდება უფროს საინტერსო თემატიკით და ადგილით.”

აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგმა ნანა დარასელიამ აღნიშნა, რომ ფენ-მარათონის მონაწილე მოსწავლეები დადებითი ემოციებით წავიდნენ. “თითოეულმა ბავშვმა თავისი ინდივიდუალურობა გამოაჩინა. შერჩეული თემატიკა ბრწყინვალე იყო. გარდა ამისა, სკოლებმა ერთმანეთი გაიცნეს. მე მივესალმები სასახლის ასეთ მუშაობას. იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება მსგავსი სიცოცხლისუნარიანი პროექტები”.

ფენ-მარათონში მონაწილეობას ღებულობდა ხობის მუნიციპალიტეტის  ჭალადიდის საჯარო სკოლა.  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ირმა ხარშილაძემ,  “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ მსგვსი აქტივობებით, მოსწავლეები ხდებიან შემოქმედებითები. “დღეს, ჭალადიდის ლიტერატურული კლუბის წევრებმა, შექმნეს მაკეტი რუხის ციხეზე, მოიპოვეს ონლაინ ინფორმაცია, შექმნეს ორიგინალური და კრეატიული კედლის გაზეთი. დაწერეს მოთხრობა,  ინტერვიუ, თითქმის ყველა ნომინაცია მოიცვეს”.

შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა ერთმანეთს თავიანთი მხატვრული შემოქმედება წარუდგინეს, ისევ ფეხით ჩამოვიდნენ ზუგდიდამდე და გზად მომავალი შეხვედრებიც დაგეგმეს.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!