- საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ტოლერანტობის კვირეული- ესსეების კონკურსით დაიწყო.
ესეების კონკურსში მონაწილეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოთხი საჯარო სკოლის, შვიდმა უფროსკლასელმა მიიღო. მათ ადგილზე, წარმომადგენლობაში დაწერეს ესსეები შეთავაზებულ თემებზე.
საკონკურსო ნამუშევრებს სპეციალური ჟიური განიხილავს და გამოავლენს გამარჯვებულს, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვდება.