საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა.
კომპეტენტურმა ჟიურიმ (ოთარ ჯანელიძე, დათო ტურაშვილი, როზეტა გუჯეჯიანი), 20 საუკეთესო ესე გამოავლინა, მათ შორის ორი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის წარმომადგენლების ნამუშევარი. საუკეთესო ესეს ავტორის სიგელი გადაეცათ ნონა ჩალიგავას (ბიბლიოთეკის მკითხველი) და ირმა კვირკვიას (ბიბლიოთეკის ციფრული ტექნოლოგიებითა და ელექტეონლი რესურსებით მომსახურების განყოფილების უფროსი).