- მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება.
რუსეთს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა.
ამერიკულ მხარეს ხელმძღვანელობენ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ანტონი.
ფოტო: წყარო