ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მსურველებს რეგისტრაციის გავლა 18 ნოემბრის 18:00 საათამდე შეეძლებათ


  • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის რეგისტრაცია 18 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ამ ბმულს: https://ol-reg.naec.ge/register

“აირჩიეთ რეგიონი, შემდეგ კი მუნიციპალიტეტი და სკოლა. ჩაწერეთ თქვენი თერთმეტნიშნა პირადი ნომერი. გაეცანით პირობებს და მონიშნეთ – “ვეთანხმები წესებსა და პირობებს“. გადაამოწმეთ მონაცემები და გააგრძელეთ რეგისტრაციის პროცესი. ჩაწერეთ პაროლი (მინიმუმ 6 სიმბოლო). მიუთითეთ მობილური ტელეფონის ნომერი (სივრცის გამოტოვების გარეშე). დააჭირეთ ღილაკს „ვერიფიკაცია“.

მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ SMS შეტყობინებას (ვერიფიკაციის კოდს). ამ კოდის შეტანის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ საგანი ან საგნები. არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ ღილაკი „დადასტურება“.

რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გადახვალთ ავტორიზაციის გვერდზე, სადაც მითითებული იქნება, რომ რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა.”-ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!