ეროვნული სამოსის დღე ზუგდიდში


18 მაისს, საქართველოში, ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში, ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა ჯგუფებმა და ანსამბლებმა. 

დღევანდელი ღონისძიება საქართველოს 25 ქალაქის გარდა, გაიმართა ევროპის 12 ქვეყანაში. ღონისძიების ორგანიზატორმა დათა აქუბარდიამ აღნიშნა, რომ წელს ღონისძიება საქართველოში მეორედ ტარდება. მისი თქმით, ეროვნული სამოსის დღე უნდა გამოცხადეს სახალხო დღესასწაულად, საინიციატივო ჯგუფებმა კი, ინიციატივით საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=aoBJwSyHrTc[/embedyt]

ღონისძიება ქალაქ ზუგდიდის მერიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გაგეობის, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის, კულტურის ცენტრ „ოდიშისა“ და რადიო “ათინათის” მხარდაჭერით განხორციელდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!