“ერთობის ჯაჭვი” ზუგდიდში


  • დღეს, 28 დეკემბერს, ზუგდიდში, “ერთობის ჯაჭვი” გაიმართა. მიუხედავად გადაუღებელი წვიმისა, მოქალაქეები, ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ ერთმანეთის გვერდი-გვერდ და გამოხატავენდნენ მზაობას ევროპული მომავლისთვის.

“ერთობის ჯაჭვის” მარშრუტი იწყებოდა დადიანის სასახლიდან, რაფიელ ერისთავის ძეგლისკენ გუბერნიამდე.

“ერთობის ჯაჭვის” დასრუების შემდეგ, მოქალაქეები გაემართნენ გუბერნიის შენობისკენ. აქციის მონაწილეებმა, საქართველო – ევროკავშირის დიდი დროშა გაშალეს. მათ შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, ასევე „შავლეგო“ და მეგრული „აბა, ულა“.

ინფორმაციისთვის: დღეს, „ერთობის ჯაჭვი” საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!