- 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 300 – ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800 – ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
მასწავლებელის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა – ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.