- 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, რომლებიც მიღებულ შეფასებას არ ეთანხმებიან, შესაძლებლობა აქვთ საპრეტენზიო განაცხადით მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ელექტრონულად, ვებგვერდზე online.naec.ge 4 აგვისტოს 10:00 საათიდან 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.
გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება.
