- საინიციატივო ჯგუფი “მარის სივრცე მშვიდობისა და ინტეგრაციისათვის” ფარგლებში, დასრულდა პროექტი “ერთად მშვიდობისათვის”, რომლის ფარგლებშიც მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა- გაყიდვა.
პროექტი ,,ერთად მშვიდობისათვის” რომელიც მხარდაჭერილი იქნა IDP Women Association “Consent” ის მიერ, რომლის მიზანი გახლდათ ომის შედეგად აფხაზეთიდან დევნილი და უკრაინიდან ლტოლვილი ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა, არტ ინტეგრაცია, როგორც პროფესიული დაოსტატების, ინტეგრირების, გამოცდილების გაზიარებისა და ასევე სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების თვალსაზრისით. აღნიშნულ პროექტში ჩართული იყვნენ, როგორც ქალები და ახალგაზრდები, ასევე ბავშვები.
პროექტის მონაწილეებმა გამოავლინეს გამარჯვებული, რომელიც გახლავთ ორჯერ დევნილი ქალბატონი (აფხაზეთი და უკრაინა) უკრაინის მოქალაქე, რომელიც თავის 19 წლის ეთნიკურად უკრაინელ გოგონასთან ერთად იყო პროექტში აქტიურად ჩართული. ბენეფეციერების ხელსაქმის კუთხით ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამხატვრო გალერეაში, გამოფენიდან შემოსული თანხა დღის ბოლოს გადაეცა ერთ-ერთ უკრაინელ ბენეფეციერს, რომელიც ჯგუფის წევრების მიერ იქნა დასახელებული.
პროექტის ფარგლებში მოხდა ნამუშევრების, როგორც ონლაინ გაყიდვა, ასევე კეთილი ადამიანების მიერ გამოფენის მხარდაჭერა ფინანსური შემოწირულობით.