- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ერგეტაში ახალი 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი საბავშვო ბაღი ტექნიკითა და ავეჯით სრულად აღჭურვილია.
ერგეტაში საბავშვო ბაღი ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.