“ენმ” ზუგდიდში,13.30-ზე, ბრიფინგს გამართავს


“ენმ”-ს-ს ზუგდიდის ოფისის პრესსამსახურმა საინფორმაციო საშუალებებს უკვე შეატყობინა, რომ დღეს 13.30-სთ-ზე, “ნაციონალების” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა დამენია, გამართავს პრესკონფერენციას და გააკეთებს განცხადებას ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე-საარჩევნო დარღვევებზე და ლევან კონჯარიას საარჩევნო ბანერის დაზიანებაზე. დაუდგენელმა პირებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლევან კონჯარიას სარეკლამო ბანერი დააზიანეს. ბანერზე, რომელიც მეოთხე საჯარო სკოლასთან არის განთავსებული, საღებავია შესხმული, თუმცა უნდა აღინიშნოს, ძალიან დელიკატურად,- მსროლელმა, სავარაუდოდ, დაზოგა “ნაციონალების” კანდიდატი და სახე არ “გაუშავა”. საღებავით უმნიშვნელოდ, დააზიანეს სანდრა რულოვსის ბანერიც.

“ენმ”-მ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას უკვე მიმართა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!