“ენმ” ზუგდიდის მერის კაბინეტის დალუქვას ითხოვს


დილით, ზუგდიდის მერიის შენობაში”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ. “ენმ” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას განმარტებით, მათ აინტერესებდათ იყო თუ არა მერიაში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული და მერის კაბინეტი დალუქული. მოგვიანებით, მურთაზ ზოდელავა, “ენმ” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ანა წითლიძესთან და მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან თენგიზ შანავასთან ერთად, ავიდნენ მერიის კაბინეტში. კაბინეტიდან ჩამოსულმა მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კაბინეტი, რომელშიც წარმოებდა ქრთამის მიმცემლობა დალუქული არ არის. “გამოძიება გადააქციეს რაღაც “ფიქციად”.-თქვა ზოდელავამ.“ენმ” დაუყონებლივ ითხოვს “კორუფციულ სქემაში” ჩართულთა დასჯას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!