“ენმ” ბრალს სდებს, “ოცნება” უარჰყოფს


“ქართული ოცნების” კომბინატის შტაბში იმყოფებოდა ვინმე კობა ახვლედიანი, რომელიც არის პოლკოვნიკი, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, კონკრეტული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც თავის ქვედანაყოფთან ერთად იმყოფებოდა კომბინატის შტაბში, სადაც დაიგეგმა, როგორ მოახდინონ ჩვენს ამომრჩეველზე ზემოქმედება,  რომ ჩვენი ამომრჩეველი კომბინატში ხვალ არ მივიდეს  საარჩევნო უბანში და ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ არ მისცეს ხმა”- განაცხადა “ენმ” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე. კითხვაზე, აქვს თუ არა პარტიას დამადასტურებელი ფოტო, ან ვიდეომასალა, წითლიძემ აღნიშნა, რომ ადგილზე გასული იყო მათი პრესსამსახური, მაგრამ ვერ მოასწრეს გადაღება. ანა წითლიძის ინფორმაციით, კობა ახვლედიანს კავშირი აქვს ყოფილ პარტიზანელებთან. წითლიძე განმარტავს, რომ ისინი ამ საღამოს გააქტიურდებიან. “ენმ” მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=wKBv7FYn1oU[/embedyt]

“ენმ”-ს ბრალდებებს უპასუხეს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში. ბრალდებებს “აბსურდულს” უწოდებს მამუკა წოწერია, “ოცნების” სიის პირველი ნომერი. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი მიზანია მშვიდობიან, კონკურენტუნარიან გარემოში, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით ჩატარდეს არჩევნები და ისინი ამას უზრუნველყოფენ. “ჩვენ არ გვჭირდება არავისი მოსყიდვა და დაშინება. ისედაც ვიგებთ არჩევნებს და “ნაციონალური მოძრაობის” ეს განცხადება არის უსაფუძვლო”. გვითხრა წოწერიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!