“ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს


  • დასავლეთ საქართველოში “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.-ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

“დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა. თუმცა, ძლიერმა ქარმა დააზიანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფრასტრუქტურის ნაწილი. მოგლეჯილმა ხეებმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. ზოგ შემთხვევაში დაწყვეტილია სადენები, მოტეხილია ელექტრობოძებიც.

სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სამეგრელოში – ზუგდიდის, ხობის, ფოთის, აბაშის და სენაკის აბონენტების ნაწილს. იმერეთში – ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის, ასევე, გურიაში, ლანჩხუთის აბონენტების ნაწილს. შეზღუდვები სხვა რაიონებშიც ფიქსირდება, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში ყველაზე რთული მდგომარეობაა.

დაზიანების ადგილებში შესულები არიან დამატებითი ტექნიკური ბრიგადები. სტიქია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ართულებს, თუმცა, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!