“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები სამეგრელოში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ


  • “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, დაზიანდა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროინფრასტუქტურა. აღდგენით სამუშაებში დასახმარებლად, კომპანიის ელექტროკოსები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან სამეგრელოში ჩავიდნენ.

“განსაკურებით რთული მდგომარეობაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდვით მიეწოდება მარტვილის, ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტბსაც. აღდგენით სამუშაოებს ხელს უშლის ქარიშხალი. თუმცა, ელექტრიკოსები ცდილობენ ოპერატიულად იმუშაონ და აღადგინონ დაზიანებული ელექტროინფრასტრუქტურა.

აღდგენილ ელექტროგადამცემ ხაზებს, ფიდერებს და ტრანსფორმატორებს ძლიერი ქარი კვლავ აზიანებს. მიუხედავად ამისა, ,,ენერგო-პრო ჯორჯია’ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობას აღუდგეს ენერგომომარაგება”.-აღნიშნულია “ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!