- დღეს, ზუგდიდში, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის დაწესებული კარანტინი გააპროტესტეს.
მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: “ენგური საზღვარი არ არის”, “ვაზროვნებთ ქართულად, ვფიქრობთ ქართულად”, “სანამ აფხაზეთში თუნდაც ერთი ქართველის გული ფეთქავს, აფხაზეთი საქართველოა”.