ენგურის ხიდი ცალმხრივად გაიხსნა


  • დღეს, ენგურის ხიდი ცალმხრივად გაიხსნა. 

დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 22-დან 24 ივნისამდე ე.წ. ჰუმანიტარულ კორიდორს უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეებისა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების დასაბრუნებლად.

მათი ინფორმაციით, ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გადასვლა შესაძლებელი იქნება 09:00-დან 19:00 საათამდე.

მათივე ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული ყველა ადამიანი ვალდებული იქნება გაიაროს სამედიცინო-სანიტარული კონტროლი.

აფხაზურმა მხარემ ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურზე 1-ელი ივნისიდან ჩაკეტა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × 1 =

Akismet ანტისპამი